რატომ არ უნდა ისხდნენ ადამიანები ციხეში ნარკოტიკების მოხმარებისთვის

Guri Getsadze
1 min readSep 12, 2019

--

მე ვარ გური, 17 წლის.

ჩემი აზრით, სხეულის საკუთრების უფლება უმთავრესი ღირებულებაა ადამიანისთვის.

შესაბამისად, ისეთი ადამიანებისთვის თავისუფლების წართმევა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავებზე არიან პასუხისმგებელნი(ანუ, მათ ქმედებაში ძალადობას ადგილი არ აქვს), ამორალური მგონია.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 30 ივლისს ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად იცნო, რადგან “მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”.

ჩემი აზრით, იმავე უფლებით დაცულ ქმედებას გულისხმობს ყველა მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება.

გამოდის, რომ სისტემა დღემდე პატიმრობაში ამყოფებს იმ ადამიანებს, რომლებიც იყენებდნენ თავიანთ უმთავრეს, კონსტიტუციით დაცულ უფლებას. ანუ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი, ერთადერთი ცხოვრების ძვირფას წლებს ციხეში უსამართლოდ და უნებურად ფლანგავენ, საზოგადოებას მოწყვეტილები; იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ; იმ საზოგადოებას, რომელმაც შეიძლება ისინი აღარც მიიღოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასეთი პიროვნებების ციხეში გაჩერება ძალადობის აღმოფხვრას ან მოქალაქეებზე ზრუნვას კი არ ემსახურება, არამედ, თვითონ არის ძალადობა.

პატივისცემით,
საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე.

--

--