Image for post
Image for post

ორიგინალი ტექსტი: Abolish Work, an Exposition of Philosophical Ergophobia — The Individualist Anarchist and Work by Nick Ford(p.213)

როდესაც მოცემული სტრუქტურა, ინსტიტუცია, აქტივობა ან სოციალური მოდელი მოიცავს ჩვენი, როგორც ინდივიდების, ცხოვრების დიდ ნაწილს, ის მოითხოვს ინდივიდუალისტი ანარქისტების ყურადღებას.

შრომა ერთ-ერთი მათგანია — ის იკავებს ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, შესაბამისად მოითხოვს ჩვენს ყურადღებასაც.

სიტყვა “შრომით” მე არ ვგულისხმობ ძალისხმევის ჩადებას, ან შემოსავლის მიღებას იმ ნაწარმისთვის, რომელიც შენ შექმენი სხვისთვის.

როდესაც ვახსენებ “შრომას”, მე მას ვგულისხმობ იმ გაგებით, როგორც ანარქისტი ბობ ბლექი იყენებს მას თავის ესეში “შრომის გაუქმება”, შრომა არის წარმოების ფორმა, რომელიც იძულებითაა უზრუნველყოფილი ეკონომიკური ან პოლიტიკური საშუალებებით, მათრახისა და თაფლაკვერის…


Image for post
Image for post
ჯეი ედგარ ჰუვერის[1], FBI-ს პირველი დირექტორის მიხედვით “ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინდივიდის,” ლეგენდარული ანარქისტის, ემა გოლდმანის, მოკლე ბიოგრაფია

ემა გოლდმანი დაიბადა 1869 წელს რუსეთში, ებრაულ გეტოში, სადაც მის ოჯახს პატარა სასტუმრო ჰქონდა. როცა ის 13 წლის იყო, ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა. ეს პოლიტიკური რეპრესიის პერიოდი იყო, ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდგომი. ებრაელ ხალხს ხშირად არბევდნენ. მძიმე ეკონომიკური გაჭირვება იმას ნიშნავდა, რომ ემა გოლდმანს სკოლის დატოვება და ქარხანაში მუშაობა მოუწია სანქტ-პეტერბურგში ექვსი თვის გატარების შემდეგ.

გოლდმანი სწორედ აქ გაეცნო ჩერნიშევსკის[2] ნოველას “რა უნდა გაკეთდეს”, რომელშიც მთავარი გმირი ვერა ნიჰილისტი ხდება და ცხოვრობს სქესთა შორის თანასწორობისა და კოოპერატიული შრომის სამყაროში. ეს წიგნი წარმოადგენდა გოლდმანისეული ანარქიზმის ჩანასახს, და ასევე განამტკიცა მისი შეუპოვრობა, ეცხოვრა ისე, როგორც თავად სურდა.

15 წლის ასაკში მამამისმა სცადა, რომ…


Image for post
Image for post
შესავალი შრომის შესახებ, რა პრობლემები აქვს მას დღესდღეობით, და რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც მშრომელებს, რომ გავაკეთოთ.

ორიგინალი სტატია — Work: an introduction

რა პრობლემები აქვს შრომას?

ჩვენი უმრავლესობისთვის, ცხოვრების უმეტესი ნაწილი შრომას უკავია. ჩვენ რეალურად შეიძლება არც კი ვიყოთ სამუშაოზე, მაგრამ მივდიოდეთ ან მოვდიოდეთ სამსახურიდან, ვნერვიულობდეთ მის შესახებ, ვისვენებდეთ მისგან, რათა შემდეგ დღეს კვლავ იქ დავბრუნდეთ, ან უბრალოდ ვცდილობდეთ, დავივიწყოთ ის.

ან, უფრო უარესი, შეიძლება არც გვქონდეს სამუშაო და ჩვენი მთავარი საზრუნავი მისი შოვნა იყოს. ან შეიძლება იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი ვიყოთ — და მათ უმეტესად ქალები შეადგენენ — რომელთა საოჯახო და მზრუნველობითი საქმეები საერთოდაც არ მოიაზრება ანაზღაურებად შრომად.

ბევრ ჩვენგანს არ აინტერესებს ის სამუშაო, რომელსაც აკეთებს, უბრალოდ ფული გვჭირდება, რათა თავი გავიტანოთ. და თვის ბოლოს ბალანსი ჩვენს ბანკის ანგარიშზე ფაქტობრივად…


Image for post
Image for post
მოკლე შესავალი იმისა, თუ რას ვგულისხმობთ, როცა სახელმწიფოს ვიხსენიებთ და როგორი უნდა იყოს ჩვენი, როგორც მშრომელების, ურთიერთობა მასთან.

ორიგინალი სტატია: State: an introduction (libcom.org)

შენიშვნა: ამ ბლოგის სახელით, შეიძლება ავტორთა ანალიზის ყველა დეტალს არ ვეთანხმებოდე. თუმცა სტატია ხაზს უსვამს ბევრ მნიშვნელოვან და აღსანიშნავ დეტალს, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს შესახებ რადიკალურ დისკურსში.

ჩვენ ბევრნაირი ფორმისა და ზომის სახელმწიფოს ვხვდებით. არსებობს დემოკრატიები და დიქტატურები, ისინი, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდი რაოდენობის სოციალურ დახმარებას, ან შეიძლება საერთოდ არ აკეთებდნენ ამას. ზოგი უშვებს ინდივიდუალური თავისუფლებას დიდი დოზით, ზოგი კი არა.

მაგრამ ეს კატეგორიები არაა შეუცვლელი. დემოკრატიები და დიქტატურები წარმოიშობა და ეცემა, შემწეობის სისტემები იქმნება და იშლება, სამოქალაქო უფლებები კი შეიძლება გაფართოვდეს და შეიზღუდოს.

თუმცა ყველა სახელმწიფოს აქვს საერთო, მთავარი მახასიათებლები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავენ მას.

რა არის სახელმწიფო?

ყველა…


Image for post
Image for post
როთბარდი, 70-იანი წლები

მიურეი როთბარდი სადავო ფიგურაა. ის ითვლება მე-20 საუკუნის ამერიკული ლიბერტარიანიზმის მთავარ თეორეტიკოსად, ე.წ. “კერძო საკუთრების ანარქიზმის”, ანუ “ანარქო”-კაპიტალისტური ფილოსოფიის სულისჩამდგმელად. როგორც მისი პროტეჟე ჰანს-ჰერმან ჰოპე ამბობს: “ანარქო-კაპიტალისტური მოძრაობა, როგორც ასეთი, არ იარსებებდა, რომ არა როთბარდი”. ის თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ასოცირებული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ მოძრაობასთან, მათ შორის: ე.წ. New Left(რაც არ უნდა გასაკვირი იყოს), ამერიკის ლიბერტარიანული პარტია, ე.წ. პალეოლიბერტარიანელები. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა მისი პოლიტიკური აზრი New Left-თან და კარლ ჰესთან თანამშრომლობის პერიოდში.

ამ ესეში ის საუბრობს ფაქტობრივად სინდიკალისტური სტილის პირდაპირ მოქმედებაზე მშრომელების მიერ, სახელმწიფო საკუთრებისა და იმ კორპორაციებისა თუ კერძო საკუთრების ხელში ჩაგდების მიზნით, რომლებსაც სახელმწიფო აპარატთან პირი აქვთ შეკრული სხვადასხვა…


Image for post
Image for post
ბენჟამინ ტაკერი

ბენჟამინ რიკეტსონ ტაკერი(1854–1939) ანარქიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალისტია. ანარქისტულ წრეებში მისი სარედაქტორო დებიუტი 1876 წელს შედგა, როცა მის მიერ ინგლისურად ნათარგმნი პიერ-ჯოზეფ პრუდონის “რა არის საკუთრება?” გამოქვეყნდა. მან ასევე გამოაქვეყნა მაქს შტირნერის “ეგო და მისი საკუთრება” და მიხეილ ბაკუნინის “ღმერთი და სახელმწიფო”. 1881 წლიდან 1908 წლამდე კი მისი ჟურნალი გამოდიოდა — ის დღემდე ითვლება საუკეთესო ინგლისურენოვან ანარქო-ინდივიდუალისტურ გამოცემად.

“სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი” ტაკერის ესეების კრებულის ფაქტობრივად პირველი ესე გახლავთ. ამ ესეში ის სრულყოფილად წარმოგვიჩენს თითქმის მთლიან საკუთარ ნააზრევს: სახელმწიფო სოციალიზმის უკიდურესად მკაცრ, დასაბუთებულ უარყოფას; ლიბერტარიანული სოციალიზმის, ალბათ, ძირითად პრინციპს, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ შრომა შეიძლება იყოს; ინდივიდის ცხოვრებასა…


არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

Image for post
Image for post

მე სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ. დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში წარმოიშვა. ძირითადად გამოყოფენ დემოკრატიის ორ ტიპს: პირდაპირსა და წარმომადგენლობითს. მოსაზრებები მისი(ორივე ტიპის) ნაკლოვანებების შესახებ გვხვდება როგორც ძველ, ისე თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფოსთა ნაშრომებში; კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიულ პროცესში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს და ის ამ პროცესის ყველა მონაწილეზე აისახება, ეს კი გვირგვინდება უმრავლესობის, მასების ტირანიაში და იჩაგრება უმცირესობა; შესაბამისად მმართველობის ასეთ ფორმაში ბუნებრივად გვაქვს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა სხვების სასარგებლოდ.

წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც დასავლეთში…


Image for post
Image for post
ემა გოლდმანი

ემა გოლდმანი (1869–1940) ანარქისტი აქტივისტი და ავტორი იყო. მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ანარქიზმის ფილოსოფიის განვითარებაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. რამდენჯერმე დაპატიმრებულმა, “მეამბოხე ქალად” წოდებულმა გოლდმანმა ბევრი ისეთი ახალი თემატიკა წამოწია, რომელთაგან ზოგს ანარქისტებისგანაც კი აკლდა ყურადღება. როგორც სექსოლოგი მაგნუს ჰირშფელდი წერდა: “ის იყო პირველი და ერთადერთი ქალი, და ნამდვილად პირველი და ერთადერთი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ დაიცვა ჰომოსექსუალური სიყვარული პუბლიკის წინაშე”. გოლდმანი ითვლება ანარქა-ფემინიზმის დამფუძნებლადაც. შესაბამისად მის ესეებში იგრძნობა რადიკალური ინდივიდუალიზმი სოციალური განთავისუფლების საკითხში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამდენი ხნის შემდეგაც კი რელევანტურია, რადგან საზოგადოებრივი ან ინსტიტუციონალიზებული დომინაცია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე კვლავ ძლიერია, ის არსად გამქრალა.

წყარო: ანარქისტული ბიბლიოთეკა

გავრცელებული წარმოდგენების…


Image for post
Image for post
ლევ ტოლსტოი

ლევ ტოლსტოის დიდი წარდგენა არ სჭირდება — ის მსოფლიოს მიერ აღიარებული მწერალია. ავტორმა ისეთი წიგნებისა, როგორებიცაა “ომი და მშვიდობა”, “ანა კარენინა” და “ივან ილიჩის სიკვდილი”, სოციო-პოლიტიკურ აზროვნებაშიც შეიტანა საინტერესო და, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წვლილი. მისი მხატვრული ნამუშევრებიც ხშირად ეხებოდა რუსეთის იმდროინდელ სოციალურ მდგომარეობას. ტოლსტოი ქადაგებდა პაციფიზმსა და არაძალადობრიობას, მკაცრად აკრიტიკებდა სახელმწიფო მოწყობას, არისტოკრატიას, ომს, მიწის კერძო მესაკუთრეობას. მიუხედავად ამისა, ტოლსტოი საკუთარ თავს ანარქისტს არ უწოდებდა, რადგან მაშინ ის ხშირად ასოცირდებოდა ძალადობასთან(პიტერ მარშალი, “ანარქიზმის ისტორია”, გვ. 8,13). ჩემ მიერ ინგლისურიდან თარგმნილი მისი 1900 წლით დათარიღებული ესე “ანარქიის შესახებ” ამ იდეოლოგიაში პაციფისტური ტენდენციის არგუმენტებს წარმოგვიდგენს.

ანარქისტები ყველაფერში მართლები არიან; დღევანდელი წესრიგის უარყოფასა…


ორიგინალი სტატია: Benjamin Tucker’s Four Property Regimes and the Spirit of Capitalism.

ნათარგმნია ინგლისურიდან ქართულად.

შენიშვნა: ეს ბლოგპოსტი დაწერილია ანარქო-კომუნისტის მიერ, ამიტომ, შესაძლოა, ამ ბლოგის სახელით, ყველანაირ რეპლიკას არ ვეთანხმებოდე. თუმცა, ჩემი აზრით, ავტორი სრულფასოვნად აღწერს დღევანდელ ეკონომიკურ სისტემასა და ანტი-კაპიტალისტურ მოტივებს, საინტერესო ისტორიული პარალელებით.

პოლიტეკონომიური დისკუსიები ძირითადად თანამედროვე პოლიტიკური კურსის შექმნას ეხება, მაგალითად, გადასახადების გაზრდას ან შემცირებას, შრომითი უფლებების რეგულატორული ორგანოების შექმნას, და ამის მსგავს მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ელექტორულ თემებს. ამ დისკუსიაში თითქმის ყველა პოლიტიკური საფუძველი შეთანხმებულია, ბოსებსა და მემამულეებს არსებობის ლეგალური უფლება აქვთ, გადასახადები ლეგიტიმურია, საკუთრების უფლებები არაა წმინდა, და არც ტირანული კანონების მიღებაა აკრძალული.

ამ ლაქლაქში იმალება…

Guri Getsadze

CS student. I like liberty and sometimes I translate stuff.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store