ადამიანის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ სამყაროში

Guri Getsadze
2 min readOct 25, 2018

--

კითხვები ჩვენი ცხოვრებისა და არსებობის შესახებ ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში. ადამიანები ინტერესდებოდნენ ისეთი საკითხებით, როგორებიცაა ჩვენი ამ სამყაროში ყოფნის მიზეზები და მიზნები, ცხოვრების აზრი. ამ შეკითხვების განხილვას ყოველთვის მოსდევს მეცნიერული, ფილოსოფიური და თეოლოგიური დისკუსია.

ჩემი აზრით, ყველანაირი შეკითხვა სამყაროში ადამიანის მიზნის ან არსებობის შესახებ აზრს მოკლებულია. ისინი არის ადამიანის უზომოდ დიდი ეგოს გამოძახილი. მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ აზრის არსებობა, რომლებიც ადამიანებს უაზრო იმედებს უნერგავენ(მათ შორისაა რელიგიურ ტექსტებში გამოთქმული იდეები ზემოთხსენებული თემების შესახებ) არის დასტური იმისა, რომ ადამიანს აქვს ძალიან დიდი სურვილი, იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ თავს, ვიდრე რეალურად გააჩნია. პირადად მე ვერ ვხვდები, როგორ უნდა იფიქროს დედამიწაზე არსებული სახეობებიდან ერთ-ერთმა(თუნდაც ყველაზე მეტად განვითარებულმა; ევოლუციის პიკმა), რომ მის ცხოვრებას რაიმე მიზანი ან შინაარსი გააჩნია. ეს კითხვები არის, უბრალოდ, ადამიანის შეწინააღმდეგების მცდელობა და სიამაყის გამოხატვა მწარე რეალობასთან. სიცოცხლის ერთადერთი ფუნქცია, თუ ტერმინს სწორად ვარჩევ, შეიძლება იყოს შთამომავლობის დატოვება/გამრავლება, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან არ ეხება ისეთი ტიპის კითხვებს, როგორიცაა “ვინ ვართ, საიდან მოვდივართ” და ა.შ.

საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანის, შიმპანზეს ან ნებისმიერი ცხოველის არსებობას არანაირი მიზანი ან მიზეზი არ აქვს. ყოველი ჩვენგანი უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ლიმიტირებული დროიდან მაქსიმალურად ვისიამოვნოთ, ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და არ დავხარჯოთ შინაარსმოკლებულ კითხვებზე ფიქრში.

** ამ პოსტის წერისას გამახსენდა კოენების ერთი შესანიშნავი ფილმი, სახელად “A Serious Man”(სერიოზული კაცი).

ძალიან სერიოზული კაცი..

“სერიოზულ კაცში” ზუსტად ამ თემებზეა საუბარი. ფილმის მთავარი პერსონაჟი ერთი ამერიკელი ებრაელი კაცია, რომელსაც ცხოვრება, ფაქტობრივად, ნელ-ნელა ენგრევა, მისთვის სრულიად წარმოუდგენელი, მიუღებელი და მოულოდნელი მოვლენებით ივსება მისი ცხოვრება. შესაბამისად, ის იწყებს ამ ყველაფრის მიზეზისა და ცხოვრების არსის ძებნას, მიდის რაბინებთან(“ Jewish scholar or teacher, especially one who studies or teaches Jewish law”), თუმცა უშედეგოდ. ის თავის მორალურ პრინციპებს მთელი ამ მოვლენების განმავლობაში არ ღალატობს და მუდმივად დაბნეულია, სრულიად იზოლირებული ხდება საზოგადოების mindset-სგან. ბოლოს ის გადაუხვევს თავის პრინციპებს, თუმცა მაინც ხდება მორიგი უბედურება. ეს გვიტოვებს შანსს, რომ ფილმს რამდენიმე ინტერპრეტაცია გავუკეთოთ, თუმცა უფრო ღრმად აღარ შევალ. მგონი ესეც საკმარისია. Everything happens. World doesn’t revolve around you.

--

--